пятница, 20 февраля 2009 г.

ის


არ ვიცი რას ნიშნავს, როდესაც ხანდახან ღამე, უმეზეზოდ მეღვიძება, ვახელ თვალებს და ჩემს ირგვლივ, ჩაჩუმებულ სივრცეში, უკუნეთ სიბნელეში, პირდაპირ ჩემს წინ ბგრძნობ სხეულს, ვგრძნობ მის სითბოს, მის სუნთქვას, მის შეიძლება არ არსებულ სიცოცხლეს. სულ პირველად ეს ძალიან დიდ შიშს და თრთოლვას იწვევდა ჩემში, მაშინვე ვხუჭავდი თვალებს და ვცდილობდი დამეძინა. მაგრამ თანდისთან შევეჩვიე, მეტიც – მიხაროდა მისი გვერდით ყოფნა! სიგიჟემდე მინდებოდა მისი ჩახუტება, მისი სხეულის შეგრძნება, გულის ცემის მოსმენა.. მაგრამ რამდენჯერაც გამიწვდია ხელი მის შესახებად, მხოლოდ სიცარიელი დამხვედრია. 
ასეთი ღამეები მეორდებოდა ხშირად. იყო პერიოდი, როდესაც ყოველ ღამე, მაგრამ თან და თან სულ იშვიათად და იშვიათად. ეხლა კი... 
მართალი გითხრათ მენატრება, ხან და ხან მეღვიძება ხოლმე, იმედით რომ იქნება და იყოს, მაგრამ ამაოდ. 
მჯერა, რომ ის როდესმე დაბრუნდება, დასამშვიდობებლად მაინც. 
ეხლა კი მარტო იმაზე შემიძლია ფიქრი – ვინ იყო, რა იყო ან იყო რო საერთოდ? 

Комментариев нет:

Отправить комментарий