суббота, 21 февраля 2009 г.

?


დუმილი. აუტანელი ყრუ ტკივილი გულის მიდამოში. ჟრუანტელი. სიცხე. მკვეთრი, გამაგიჟებელი სულის კივილი, ძახილი დახმარებისა. თავში ნელმა სიომ ერთად მოყარა სულელური აზრები. ისინი კამათობენ, ერთმანეთში ირევიან, არ გაძლევენ ერთი წამითაც წესიერი ცხოვრების უფლებას. 
რატომ ასე? ნუთუ ხალხი ერთმანეთისაგან ასე უნდა იყოს დამოკიდებული და ასე იკლავდნენ თავს ნელ–ნელა და მტკივნეულად?  
მე არა ვარ ის ადამიანი რომელიც ყვირის : თავისუფალი პიროვნევა ვარო? 
მაგრამ მომეცემა თუ არა ერთი თავისუფალი წამი დასაფიქრებლად, მე ისევ შენი ტყვე ვხდები, ჩემი სული ხდება შენი მონა, შენი სიდამპლის მაღმერთებელი... 
ნუთუ მარტო მე ვგრძნობ ამას? ნუთუ ოდესმე რამე გამოსწორდება? ნუთუ ოდესმე ვისწავლი ჭკუას? ნუთუ ოდესმე მიხვდები შენ თუ როგორ მიყვარხარ? 

пятница, 20 февраля 2009 г.

ის


არ ვიცი რას ნიშნავს, როდესაც ხანდახან ღამე, უმეზეზოდ მეღვიძება, ვახელ თვალებს და ჩემს ირგვლივ, ჩაჩუმებულ სივრცეში, უკუნეთ სიბნელეში, პირდაპირ ჩემს წინ ბგრძნობ სხეულს, ვგრძნობ მის სითბოს, მის სუნთქვას, მის შეიძლება არ არსებულ სიცოცხლეს. სულ პირველად ეს ძალიან დიდ შიშს და თრთოლვას იწვევდა ჩემში, მაშინვე ვხუჭავდი თვალებს და ვცდილობდი დამეძინა. მაგრამ თანდისთან შევეჩვიე, მეტიც – მიხაროდა მისი გვერდით ყოფნა! სიგიჟემდე მინდებოდა მისი ჩახუტება, მისი სხეულის შეგრძნება, გულის ცემის მოსმენა.. მაგრამ რამდენჯერაც გამიწვდია ხელი მის შესახებად, მხოლოდ სიცარიელი დამხვედრია. 
ასეთი ღამეები მეორდებოდა ხშირად. იყო პერიოდი, როდესაც ყოველ ღამე, მაგრამ თან და თან სულ იშვიათად და იშვიათად. ეხლა კი... 
მართალი გითხრათ მენატრება, ხან და ხან მეღვიძება ხოლმე, იმედით რომ იქნება და იყოს, მაგრამ ამაოდ. 
მჯერა, რომ ის როდესმე დაბრუნდება, დასამშვიდობებლად მაინც. 
ეხლა კი მარტო იმაზე შემიძლია ფიქრი – ვინ იყო, რა იყო ან იყო რო საერთოდ?