დღეს შესანიშნავი დღე იყო, უაზრობის და უსაქმურობის მიუხედავად.
მთელი დღე გავატარე სახლში. რა არ ვეცადე რო გამეკეთებინა, თავი რამით მაინც დამეკავა მაგრამ არაფერთან არ მიმდიოდა გული.
საშნლად მინდოდა სადმე წასვლა, მაგრამ არავინ არსად არ გამომყვა. თან დარწმუნებულიც არ ვიყავი მინდოდა თუ არა ვინმეს ნახვა.
საღამოსკენ უკვე გალიაში მოქცეულ ცხოველს ვგავდი, ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილას, ვერ ვჩერდებოდი სახლში.
გადავწყვიტე გასეირნება. მარტო.
გაზფხულდა თუ არა, ხალხი გამოიშალა. ბოტანიკური ბაღიც გამოცოცხლდა. ჯერ 10–15 წუთი იქით აქეთ გავისეირნე, ვაკვრდებოდი კოკრებს და ახალ ამოსულ ბალახს. კიდე 5 წუთი მომინდა თავისუფალი სკამის მოსაძებნად. როგორც ვთქვი დღეს ხალხმრავლობა იყო. როგორც იქნა ვიპოვე. მართალია სანაგვის გვერდით, მაგრამ ეგ არაფერია.
ჩუმად ვიჯექი ჩემთვის, არავის ვაწუხებდი, არც მე მაწუხებდნენ. თითქოს საერთოდ ვერავინ მხედავს. რაღაცნაირი შეგრძნებაა, როდესაც ვერავინ გამჩნევს, ზიხარ შენთვის აკვირდები ხალხს, ფიქრობ რასაც გინდა არც არავინ გიშლის. შესანიშნავია!
ხალხის შესწავლა ცოტა მომბეზრდა და გადავწყვიტე წიგნის წაკიტხვა.
"ამერიკული ფანტასტიკა;– ყვავილები ელჯერონისათვის".
მიყვარს ფანტასტიკა, თანაც მეცნიერული.
კითხვამ ძალიან გამიტაცა, ვერც კი გავიგე გვერდით როგორ მომიჯდა მოხუცი პაპა და დაიწყო ჩიტებისათვის პურის დაფხვნა.
უცებ პაპაჩემი გამახსენდა, ქათმებს როგორ აჩმევდა და ეფერებოდა ხოლმე. მომენატრა.
ფიქრებმა უცებ გამიტაცეს სადღაც შოორს შოოორს... და უკან დამაბრუნა პატარა ბავშვის ტირილმა, რომელიც დიდი მონდომებით ურტყავდა დედამის ფეხში და რაღაცას სთხოვდა. ჰმ..ვერ ვიტან ბავშვებს.
ისევ დავუბრუნდი წიგნის კითხვას, მაგრამ ცოტახანში ვიგრძენი რომ აცივდა, თანაც უკვე ბინდდებოდა. გადავწყვიტე ნელ–ნელა გამეწია შინისაკენ.
კმაყოფილი ვარ საღამოთი.
კმაყოფილი ვარ ჩემით.
მიყვარს ჩემ თავთან საუბარი.
ამ ბოლო დროს მიყვარს განმარტოვება.
воскресенье, 12 апреля 2009 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий