დილით, რიჟრაჟზე თვალის გახელა, შენი მშვიდი სახის დანახვა, წყნარი სუნთქვის მოსმენა, ადრე ადგომა, ყავის მომზადება, ან ჩაის – შენ როგორც გიყვარს, შენი გიმილიანი მოსალმება, კოცნა, ლანჩის გამზადება, სამსახურში გაცილება, უშენოდ დარჩენა, შენი ლოგინის ალაგება, ნივთების მილაგება, შენი ზოლიანი ნასკების გარეცხვა, უშენოდ ყოფნა, მაგრამ ფიქრებით შენთან, მოწყენა, ყურმილში შენი ხმის გაგონება, კარტოფილის შეწვა, მთავარია "კეტჩუპი"ს არ დავიწყება, გამზადება, ლოდინი, შეხვედრა, ჩახუტება, შენი ვახშმობა, საუბარი, ჩაის დალევა, ტკბილი მუსიკის მოსმენა, ჩახუტება, ერთად კბილების გამოხეხვა, შუქების ჩაქრობა, დაწოლა, ჩახუტება, შენი წყნარი გულის ცემის მოსმენა, კანზე შენი სუნთქვის შეგრძნება, წყნარი ხმის გაგონება "ღამე მშვიდობისა" და ტკბილად დაძინება.
ერთი ლამაზი დღე
суббота, 25 апреля 2009 г.
воскресенье, 12 апреля 2009 г.
me, myself & i
დღეს შესანიშნავი დღე იყო, უაზრობის და უსაქმურობის მიუხედავად.
მთელი დღე გავატარე სახლში. რა არ ვეცადე რო გამეკეთებინა, თავი რამით მაინც დამეკავა მაგრამ არაფერთან არ მიმდიოდა გული.
საშნლად მინდოდა სადმე წასვლა, მაგრამ არავინ არსად არ გამომყვა. თან დარწმუნებულიც არ ვიყავი მინდოდა თუ არა ვინმეს ნახვა.
საღამოსკენ უკვე გალიაში მოქცეულ ცხოველს ვგავდი, ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილას, ვერ ვჩერდებოდი სახლში.
გადავწყვიტე გასეირნება. მარტო.
გაზფხულდა თუ არა, ხალხი გამოიშალა. ბოტანიკური ბაღიც გამოცოცხლდა. ჯერ 10–15 წუთი იქით აქეთ გავისეირნე, ვაკვრდებოდი კოკრებს და ახალ ამოსულ ბალახს. კიდე 5 წუთი მომინდა თავისუფალი სკამის მოსაძებნად. როგორც ვთქვი დღეს ხალხმრავლობა იყო. როგორც იქნა ვიპოვე. მართალია სანაგვის გვერდით, მაგრამ ეგ არაფერია.
ჩუმად ვიჯექი ჩემთვის, არავის ვაწუხებდი, არც მე მაწუხებდნენ. თითქოს საერთოდ ვერავინ მხედავს. რაღაცნაირი შეგრძნებაა, როდესაც ვერავინ გამჩნევს, ზიხარ შენთვის აკვირდები ხალხს, ფიქრობ რასაც გინდა არც არავინ გიშლის. შესანიშნავია!
ხალხის შესწავლა ცოტა მომბეზრდა და გადავწყვიტე წიგნის წაკიტხვა.
"ამერიკული ფანტასტიკა;– ყვავილები ელჯერონისათვის".
მიყვარს ფანტასტიკა, თანაც მეცნიერული.
კითხვამ ძალიან გამიტაცა, ვერც კი გავიგე გვერდით როგორ მომიჯდა მოხუცი პაპა და დაიწყო ჩიტებისათვის პურის დაფხვნა.
უცებ პაპაჩემი გამახსენდა, ქათმებს როგორ აჩმევდა და ეფერებოდა ხოლმე. მომენატრა.
ფიქრებმა უცებ გამიტაცეს სადღაც შოორს შოოორს... და უკან დამაბრუნა პატარა ბავშვის ტირილმა, რომელიც დიდი მონდომებით ურტყავდა დედამის ფეხში და რაღაცას სთხოვდა. ჰმ..ვერ ვიტან ბავშვებს.
ისევ დავუბრუნდი წიგნის კითხვას, მაგრამ ცოტახანში ვიგრძენი რომ აცივდა, თანაც უკვე ბინდდებოდა. გადავწყვიტე ნელ–ნელა გამეწია შინისაკენ.
კმაყოფილი ვარ საღამოთი.
კმაყოფილი ვარ ჩემით.
მიყვარს ჩემ თავთან საუბარი.
ამ ბოლო დროს მიყვარს განმარტოვება.

воскресенье, 5 апреля 2009 г.
hugs
რა ჯობია თბილ, გულიან, უმანკო ჩახუტებას?
არვიცი, მე ჩახუტება ყველანაირ ალერსს მირჩევნია, ეს ჩემთვის ყველაფერია.
როდესაც გულში დარდია, ბოღმა გახრჩობს, სიხარულისაგან დაფრინავ, გინდა ბოდიშის მოხდა, ან უბრალოდ გრძნობების გამოხატვა..ამ მომენტში რა არის ჩახუტებაზე მშვენიერი? როდესაც გადასცემ სითბოს, გრძნობებს, როდესაც გული გულს ეხება და ტაქტში იწყებენ ერთად ფეთქვას.
რა მნიშვნელობა აქვს რამდენად ახლო ადამიანს ეხუტები. გინდაც უბრალოდ გამვლელთან მიხვიდე, რომელსაც პირველად ხედავ, ჩახუტვისთანავე გესმის მისი, ერთიანი ხდები, წყნარდები.
ეს მართლა შესანიშნავია!
ასე რომ ხალხო, არ მოგვერიდოს, არ დავმალოთ ჩვენი გრძნობები. ჩახუტებით მაინც გამოვხატოთ და გავერთიანდეთ!
http://www.youtube.com/watch?v=PBd42OHle38
четверг, 2 апреля 2009 г.
goodbye blue sky
მინდორი. გაუთავებელი სიმწვანე.
შორს, იქ სადაც თვალსაც ვერ აწვდენ, მკვეთრი ჰორიზონტი ყოფს მწვანე ხავერდის ზეწარს და ლურჯ, უძირო ცას.
ფუმფულა მინდვრის ხალიჩა მორთულია ულამაზესი, ალისფერი ყაყაჩოების ფენით.
ღმერთო ჩემო, რა სიმშვენიერეა! ასეთი სულის ამაფორიაქებელი სილამაზე ცხოვრებაში არ მინახავს.
სიხარულით და ჰარმონიით აღსავსე გული სწრაფად მიცემს,ხარხარებს.
დავრბივარ. ვკისკისებ.
აი ამ მომენტში მართლა მივხვდი რომ ცხოვრება მშვენიერია, და მეტი არაფერზე არ მინდოდა ფიქრი.
რა ჯობია ამ სიმწვანეს, ბულბულივით ნაზ და სათუთ ბალახში ჩაწოლას, როდესაც ღაჟღაჟა წითელ კაბაში შემოსილი ყაყაჩოები ღიმილით დაგყურებენ და ნაზი სიო ყურში ჩაგჩურჩულებს თავის მელოდიას.
მზე. გათბობს, გეალერსება თავისი ნაზი, თბილი სხივებით, ნაზად გიღაჟღაჟებს ლოყებს.
ღრუბლები... დღეს არ არიან ჩვენთან ერთად. მარტო მოკრიალებული, ლურჯი – ლურჯი, უძირო, იდუმალი ცა.
მისი უფსკრული მიზიდავს, მეძახის, თან მიწვევს.
იგი მუქდება, მუქდება... და უეცრად ის სულ შავია. მზე კი ისეთი ნაზი და მოალერსე აღარაა, იგი ეხლა გახურებული წითელი, ცეცხლოვანი ბურთია და თავისი სხივებით გწვავს, მწარედ გკბენს.
ნაზი სიოს და ჩიტების გალობის ნაცვლად მესმის საშინელი, ამაზრზენი ხმები.
შეშინებული წამოვხტი. გულის ცემა ტვინში მარტყავს.
სადღაა მწვანე მინდორი და წითელი ყაყაჩოები? ... ირგვლივ მარტო ხრეში და ტალახია.
უეცრად ერთ მხარეს, ვით მთები აიშოლტნენ შავი, დაჩრდილული ცათამბრჯენები.
მეორე მხარეს ზედიზედ, ვით ჯარისკაცები რიგში ეწყობიან ქვები.. სასაფლაოს ქვები.
მზე თვალებს მწვავს, იგი მთელ თავის ცოფს ჩემზე იყრის. ჰაერი მახრჩობს.
ხმები,ყველა მხრიდან საშინელი, აუტანელი ხმები მაყრუებენ, სულს მიკრავენ, თავბრუს მახვევენ, მგუდავენ... ალყაში ვარ მორტყმული.
ღმერთო ჩემო რა ხდება???
თვალებს ვახელ. ისევ ლურჯი ცა, თბილი მზე, ნაზი სიო.
მადლობა ღმერთს, ეს მარტო ყაყაჩოების მტვრის მიერ გამოწვეული სიზმარი იყო...
მაგრამ მეც და თქვენც იცით, რომ ის დღე დადგება, როდეასაც სილამაზეს აზრი არ ექნება. მშვენივრად ვიცით, რომ ჩვენთვითონ ვიღუპავთ თავს, მაგრამ მაინც ჩვენსას ვაწვებით...
იმედია მე ამ ყველაფერს არ მოვესწრები.
მაგრამ წამოზომი უკვე კარგი ხანია ჩართულია...
http://www.youtube.com/watch?v=iXgxemYiXQ4
Подписаться на:
Сообщения (Atom)