სიჩუმე. ალისფერი ცა. შავი, მარტოსულა გორები. უსიცოცხლო, დაუსრულებელი გზა. დიდი, დამწვარი მზე ნელ–ნელა იძირება სისხლიან ჰორიზონტში. სიწითლე ჩუმად გადადის სიშავეში, მზეს კი ენაცვლება დიდი, ცივი მთვარე.
გორაზე, გაყინული მთვარის ფონზე სუსტი სილუეტი განწირული, მჭრელი, ცივი კივილით გამოხატავს თავის ტკივილს და ბოღმას.
მკვდარ გზაზე მიიწელება ასეთივე მკვდარი, გაყინული, ხალხის ბრბო, ამ უემოციო ნაკადულს თავი და ბოლო არ უჩანს.
გორაზე მდგარი სუსტი სილუეტის განწირული ყვირილი აღწევს თითოეულის ტკივილს და სევდას.
ნელ–ნელა ისტერიული შემოძახილი წყნარდება, იძირება შავი ღამის უფსკრულში და მასთან ერთად უემოციო ნაკადულიც.
თან და თან ყველაფერი წყნარდება.თითქოს ორიოდე წუთის წინ არც არაფერი არ მომხდარა.
უძირო ღამე.. სიჩუმე.
пятница, 6 ноября 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)