понедельник, 3 августа 2009 г.

მაღალი, ქერა გოგონა 14–16 წლის. იცინის,დარბის.
–ჩემეროვის შვილია. - გაისმა კადრს მიღმა.
–რააა?– ცოტა დაგვიანებით მოაღწია ჩემამდე თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები.
– ხო, რა არ იცოდი? თითქმის შენხელა შვილი ყავს.
–როგორ? ამხელა?
– უკვე რამდენი ხანია,ძალიან ახალგაძრდა იყო რომ შეეძინა. კიდე მეორეც ყავს – უმცროსი ვაჟი.
შოკი.

რეპორტაჟი. მე ვარ რეპორტაჟის ნაწილი კამერა ან ტელევიზორი. პატარა, ძველი ბინა–ხრუშოვკა.
–აი, ეს მისი მეუღლეა. – ხმა კადრს მიღმა.
ქათქათა, მკვეთრი მზის შუქის ფონზე დგას დაბალი, გლეხი, ფეხმძიმე გოგონა. გრძელი, დასაბანი თმები, დაღლილი, დანაოჭებული სახე. თვალის წინ წარმომიდგა ის. ძალიან გავდა.
– მე მისი მეუღლე ვარ. ახალგაზრდობიდან ერთად ვართ. ეხლა მესამე ბავშვს ველოდებოთ – სევდიანი ღიმილით გამეცნო გოგონა.
გაურკვევლობა. ხალხი. ორი დაბალი, მკვრივი, ასაკიანი ქალბატონი. ერთი ქერა, კაშკაშა ვარდისფერი ტუჩსაცხით. მეორე ჭაღარა, სათვალიანი, უფრო სერიოზული. ერთ–ერთი მისი დედაა, მეორე პატარძლის. რაღაცას ლაპარაკობენ ორი მხრიდან, აქტიურობენ.
–ეს დედები არიან. – ისევ გაისმა კადრს მიღმა. – აი ესაა ცოლი, ხო ნახე. ძალიან ახალგაძრდები იყვნენ, ერთმანეთს რო გადაეყარნენ. მას მერე ერთად არიან. მესამე ბავშვს ელოდებიან. დედები მალავენ, ხალხს არ აგებინებენ.
ვერაფერი ვერ გავიგე, რა ხდება, სად, როგორ? თავში არანაირი აზრი არ მოდის. ვერ ვიჯერებ.. ან რა არის აქ ისეთი. მე ხო ყველაფერი არ ვიცი.

"მამა მოვიდა!" ისმის ბავშვების ჟრიამული.
მზერა ეცემა ღია კარს. შემოდის ის. როგორც ყოველთვის თმიანი, ლამაზი და სერიოზული.

მე ვარ ტელევიზორი.

სიბნელე, სანთლები, მაკრატელი. თმებს იჭრის. არა! როგორ არ მინდა რომ ეს ქნას. ვეხვეწები "არ ქნა!". მაგრამ მაინც იჭრის, მას ვერავინ ვერ შეაჩერებს. მოკლე თმა. მაინც მიყვარს, რანაირიც არ უნდა იყოს. ამაყად ადარებს თავის თავს ინდურ ღვთაებას, დევენდრა ბანხარტის სახით. "აი, ეხლა სულ სხვაა" იმეორებს და სურათს დაჰყურებს.

ფანჯრიდან ვიყურები. ეზო. ასფალტი. ოჯახი სეირნობს. ქერა გოგონა, პატარა ბიჭი, ფეხმძიმე ქალბატონი და ის. ზამშის, ყავისფერ პიჯაკში, პაპიროსით ხელში მიყვება ოჯახს და რაღაცას ყვება.
ტყავი??? პაპიროსი???
თვალები ამიცრემლიანდა.
–რას უყურებ ასე? – ისევ გაისმა ხმა კადრს მიღმა.
– არაფერი, ვტკბები სანამ საშუალება მაქვს. რეალობას ვხედავ. აბა რისი იმედი მქონდა საერთოდ? რას ვიზავ? ბედნიერი ვარ, ეგ თუ ბედნიერია. იმედია.
იგრძნო. ამოიხედა. ცარიელი ფანჯარა.

myspace>mail>inbox(1)>dymna sumish : მესმის შენი, გეთანხმები,შენს გვერდით ვარ, შეიძლება რეალურიც იყოს, მაგრამ ერთი არ მესმის – როგორ უნდა გაუძლო, გამგზავრებები, დაშორება, თვეობით მარტოობა?
*ჩემი აზრები "რას გულისხმობს?როგორ მიხვდა? იცის?"
ავტომატური, დაუფიქრებელი პასუხი :
თუ ადამიანი გიყვარს, მზად ხარ ყველაფრისთვის, ყველაფერს მოითმენ, დაელოდები და მერე ჩაეხუტები. ეს ჩახუტება ისეთი არ იქნება როგორც ყოველთვის, რადგან დიდი ხანი გენატრებოდა, ნატრობდი და ელოდებოდი ამ მომენტს. და რომ ასრულდება ამაზე უკეთესი არაფერია, რადგან ხვდები თუ როგორ აფასებ და მართლა გიყვარს ის ადამიანი, რომელიც ამდენი ხანი შორს იყო და გენატრებოდა.
ჩემი სათქმელი ვთქვი, დავწყნარდი, გავნთავისუფლდი. რაც იქნება, იქნება.

"გაიღვიძე! ამდენი ძილი როგორ შეიძლება? ადექი დროზე!" – ნაცნობმა ხმამ გამომაღვიძა. დედა მედგა თავთან და გამწარებული ცდილობდა ჩემს გაღვიძებას.
დიდი ხანი ვერ მოვდიოდი აზრზე, ვერ გამოვდიოდი სიზმრიდან, რაღაცით ნარკოზს გავდა ეს მდგომარეობა.
მოვედი აზრზე. სიზმარი ყოფილა, უბრალოდ სიზმარი. მაგრამ რაც მე ვიგრძენი, გადავიტანე და ვინერვიულე.. ასეთი რეალური და მგრძნობიარე სიზმარი კარგი ხანია არ მქონია. ასეთი განცდები, გულის ტკივილის რეალური შეგრძნება. რეალობის დანახვა, თუ როგორია როდესაც ცხოვრობ ილუზიაში, გჯერა რომ ის ადამიანი – შენი იდოლი, ოცნების მამაკაცი, რომელიც ზუსტად შენნაირია, ასე შეგეფერება ის როდესღაც იქნება შენი, შემოგხედავს, გაგიღიმებს და არასოდეს აღარ მიგატოვებს, ცხოვრობ ამ ოცნებით და გჯერა ამისი და მეტი არაფრის დანახვა არ გინდა. და ადრე თუ გვიან იგებ თუ როგორაა ყველაფერი სინამდვილეში, თვალებში უყურებ რეალობას და იცი რომ ვერაფერს ვერ იზავ რადგან შენი ოცნების ციხე – კოშკები დანგრეულია სამუდამოდ. შენ თავზე გეშლება ნერვები, თუ რა იდიოტი იყავი, სად გქონდა ჭკუა ასეთ სისულელეებზე რომ ოცნებობდი...
აი ეს არის ის გრძნობა როდესაც იგებ რომ რეალობა არსებობს ამ ქვეყნად და უნდა იყო მზად მასთან შესახვედრად.
არვიცი რას ნიშნავდა ეს სიზმარი, ან საიდან მოვიდა, მაგრამ შეიძლება რაღაცა ვისწავლე, შეიძლება ამეხილა თვალები, შეიძლება ცოტა დავწყნარდი და გამოვედი იმ ილუზიიდან. მაგრამ მგონი არა. რა ვქნა, ის მაინც ჩემი ოცნებაა, მიზანი, რომელიც ასეთი მისაწვდომია, მაგრამ ამავე დროს მიუღწეველი.
რავიცი.
მიყვარხარ.