суббота, 31 января 2009 г.

სიგიჟე


ბნელა. სუსხავს. მძიმე მატყლის საბანი მაინც არ მათბობს. ეს მარტო სიცივე არ არის, ეს შინაგანი გამყინვარება და თრთოლვაა. კედელზე, ჩრდილით გამოსახული ქალბატონი ცდილობს გადმომცეს თუ როგორ მარტოსულად გრძნობს თავს ამ დიდ კედელზე, ამ დიდ ოთახში. როგორ მესმის მისი.. 

შუქი ჩაქრა. აინთო. 
რა აზრი აქვს მის არსებობას? –არანაირი. თუმცა.. 
ეს პეპელა კი ასე თავდადებულად ეხვევა ამ ნათურას, როგორ უნდა მას შეაგწიოს შიგნით, სინათლის გულში. ნეტავ რა ჰგონია? ვინ გაიგებს.. 
ხმაური ხმაური ხმაური. ყველაფერი სათითაოდ პაწაწინა ფაჩუნია, ერთად აღებული კი ასეთ ხმაურს იწვევს. 
ვაზა. პიანინო. რაც თავი მახსოვს ისინი სულ ერთად არიან, როგორც მოხუცი წყვილი, რომელსაც ამდენი რამე აქვს გადატანილი, ნანახი. ნუთუ არ მობეზრდათ? 
დავიღალე. 
რითი? – სიმარტოვით. 
არა, მარტო ნაღდად არა ვარ, საბედნიეროდ არის ის ხალხი, რომელსაც ჯერ კიდევ ვუყვარვარ და მცემენ პატივს, მაგრამ ეს ის სიმარტოვე არ არის. ეს სულ სხვა რამეა. ვერაფერი და ვერავინ ვერ გიშველის, თუ შენთვითონ ვერ უშველი შენს თავს. 
რომელ ეტაპზე ვარ? 
საბოლოო
მგონი გავგიჟდი

მოქმედება პირველი

ცივა. შუქი არ არის. მუცელი მტკივა. უკვე ვწევარ. ვერაფერს ვხედავ. კომპი გაითიშა... მალე ტელეც... ტვინი ჯერ არა. მუცელში დონ შალოს ღვინო ბუყბუყებს. თითი მტკივა. საბურავები. ერთზე ვფიქრობ.. მეტს ვერა. ხვრინვა. რა ვქნა? გავაკუო? - არა. გული მტკივა. ძაღლი ყეფს. ვერ იძინებს... ვერც მე. შიში? - არანაირი. ემოცია? - არანაირი. სიმარტოვე? - დიახ. მეძინება? - ცოტა. დავიძინო? - ვცადოთ...